პროექტის სხელწოდება
: Tourism in Georgia
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეებს შეეძლოთ ინგლისურ ენაზე საქართველოს
კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარი.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ქვეყნის
წარდგენა უცხო ენაზე,კონკრეტულად ინგლისურ
ენაზე
პროექტის მიზნები
: მოსწავლეები უკეთ შეძლებენ საკუთარი კუთხის შესწავლასა
და სხვისთვის მის გაცნობას
მონაწილეთა ასაკი: 9 კლასი
ვადები ხანგრძლივობა
: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები
/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას :პრეზენტაცია,ფლაერები, POWER POINT -ის პროგრმა
პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსი: ნოუთბუქი
,ფორმატი,თაბახის ფურცლები, მარკერი,პრინტერი
პროექტის მსვლელობა
:მოსწავლეები იყოფიან წყვილებად .თითოეულ წყვილს ევალებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის
შესახებ მოიძიონ ინფორმაცია ინგლისურ ენაზე
პირველ წყვილი
ამზადებს პროექტს _ აჭარაზე
მეორე წყვილი - კახეთზე
მესამე წყვილი - მცხეთა- მთიანეთზე
მეოთხე წყვილი - გურიაზე
მეხუთე წყვილი - სამეგრელო _ზემო სვანეთის შესახებ .
პროექტის ბოლოს მოხდება მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია.
საგნებთან /საგნობრივ
ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
: ამ პროექტიდან ჩანს
ინტეგრირება შემდეგ
საგნებთან : ისტ, ისტორია, გეოგრაფია.
მოსწავლეები თავად მოიძიებენ ინერნეტსა და
სახელმძღვანელოებში საქართველოს კუთხეების შესახებ ინფორმაციას,ასევე რუკაზე მათ
მდებარეობას და მათ წარდგენას ინგლისურ ენაზე,ეს დაეხმარება მათ მეტყველების უნარ ჩვევების განვითარებასა და ლექსიკის გამდიდრებაში .
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის
პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა;
ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება
მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა თუ :
· მოსწავლეები მასწავლებელთან
ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·
გუნდის
წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
·
მასწავლებელთან ერთად ადგენს
შესრულების ვადებს;
·
ახდენს ცოდნისა და უნარების
მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების
გადასაჭრელად;
·
გუნდის წევრებთან ერთად
განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·
გუნდის წევრებთან ერთად
მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
·
შეარჩევს პროექტის წარდგენის
ფორმას;
·
განახორციელებს პროექტს;
·
გადის რეპეტიციას, გუნდის
წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების,
შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
·
გუნდის წევრებთან ერთად
შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.
პროექტის ხელმძღვანელი : რუსუდან თვაური
ხელმძღვანელის ფოსტა : macitvauri @gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი : http://macitvauri.blogspot.com/