Saturday, October 1, 2016

ტურიზმი საქართველოში

პროექტის სხელწოდება : Tourism  in Georgia 

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს შეეძლოთ ინგლისურ ენაზე  საქართველოს  კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარი.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლემ შეძლოს  საკუთარი  ქვეყნის  წარდგენა  უცხო ენაზე,კონკრეტულად ინგლისურ ენაზე
პროექტის მიზნები : მოსწავლეები უკეთ შეძლებენ საკუთარი კუთხის შესწავლასა და სხვისთვის მის გაცნობას
მონაწილეთა ასაკი: 9 კლასი

ვადები ხანგრძლივობა : 2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები,რაც შეიძლება  შეიქმნას  :პრეზენტაცია,ფლაერები, POWER POINT -ის პროგრმა

პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი რესურსი:  ნოუთბუქი ,ფორმატი,თაბახის  ფურცლები, მარკერი,პრინტერი

პროექტის მსვლელობა :მოსწავლეები იყოფიან წყვილებად .თითოეულ წყვილს ევალებათ საქართველოს სხვადასხვა  კუთხის  შესახებ მოიძიონ ინფორმაცია ინგლისურ ენაზე
პირველ წყვილი  ამზადებს პროექტს  _ აჭარაზე   
მეორე წყვილი - კახეთზე 
მესამე წყვილი   - მცხეთა- მთიანეთზე 
მეოთხე წყვილი - გურიაზე 
მეხუთე წყვილი -    სამეგრელო _ზემო სვანეთის  შესახებ .
პროექტის ბოლოს მოხდება მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი :  ამ პროექტიდან ჩანს  ინტეგრირება  შემდეგ  საგნებთან : ისტ, ისტორია, გეოგრაფია.
მოსწავლეები თავად მოიძიებენ  ინერნეტსა და  სახელმძღვანელოებში  საქართველოს  კუთხეების შესახებ ინფორმაციას,ასევე რუკაზე მათ მდებარეობას და მათ წარდგენას ინგლისურ ენაზე,ეს დაეხმარება  მათ მეტყველების  უნარ ჩვევების განვითარებასა  და ლექსიკის გამდიდრებაში .

უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა)
შედეგი თვალსაჩინოა თუ :
·     მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
·           მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
·           ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
·           შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
·           განახორციელებს პროექტს;
·           გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
·           გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.


პროექტის ხელმძღვანელი : რუსუდან   თვაური

ხელმძღვანელის ფოსტა : macitvauri @gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი : http://macitvauri.blogspot.com/






No comments:

Post a Comment